ავტორიზაცია

"ჩვენში სიცარიელეა", - კიელინი იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა

"ჩვენში სიცარიელეა", - კიელინი იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა
თარიღი 25 Mar 2022, 17:11

იტალიის ნაკრების კაპიტანი, ჯორჯო კიელინი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა.

"ამის ახსნა რთულია. კვლავ კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ვერ ვიტყვით, რომ თავხედურად ვითამაშეთ".

"სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე შეცდომებს ვუშვებდით და დავისაჯეთ. თანაგუნდელებით და ამ გუნდით ვამაყობ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, გადატვირთვა გვჭირდება".

"ჩვენში სიცარიელეა, მაგრამ ვიმედოვნებთ, სამომავლოდ წინსვლისთვის ძალა გვექნება. იმედი გვაქვს, მწვრთნელი ჩვენთან იქნება, მან გუნდს ბევრი მისცა. და ვიმედოვნებ, ოთხი წლის შემდეგ მაინც ვითამაშებთ მსოფლიო ჩემპიონატზე".

"ვერავინ იტყვის, რომ მომენტები არ შეგვიქმნია - 32 დარტყმა გვქონდა. ჩვენს კართანაც არ ყოფილა სარისკო სიტუაციები. შესაძლოა, ახლა ვითარების გაანალიზება რთულია, მაგრამ ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და სხვა შედეგის დაფიქსირების იმედი ჰქონდათ", - განუცხადა "იუვენტუსის" მცველმა RAI Sport-ს.

ჟორჟინიო: "ის გამოუყენებელი პენალტები ცხოვრების ბოლომდე გამყვება"