"ცოტა ხნით მეტოქეები ვიქნებით", - სალაჰმა მანეს წინააღმდეგ გასამართ აფრიკის თასის ფინალზე ისაუბრა
„ლივერპულის“ და ეგვიპტეს ნაკრების ლიდერმა, მო სალაჰმა მოახლოვებულ აფრიკის თასის ფინალზე ისაუბრა.
გადამწყვეტ შეხვედრაში სალაჰი და მისი ეგვიპტე თავისი საკლუბო თანაგუნდელის, სადიო მანეს სენეგალს დაუპირისპირდება.
„კარგია ისეთი გუნდის და ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, როგორიც სენეგალი და სადიო მანე არიან. მატჩის დროს ცოტა ხნით მეტოქეები ვიქნებით, შემდეგ კი ისევ თანაგუნდელები გავხდებით.
მაროკოსთან მატჩის წინ ცოტა ვისაუბრეთ და ვკითხე, თავი როგორ აქვს. მაშინვე ვუთხარი, რომ იმედია, ერთმანეთს ფინალში შევხვდებით და კარგ მატჩს ჩავატარებთ.
ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება - რაღაც განსაკთრებულია. ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ასევე მოვიგე პრემიერ ლიგა გუნდთან ერთად, რომელსაც ეს ტიტული 30 წელი არ ჰქონდა მოგებული.
მოგებული მაქვს შვეიცარიაშიც, ყველგან ვიგებდი სადაც ვიყავი და მინდა, ახლა ნაკრებშიც მოვიგო. იმედია, ხვალ ეს გამოგვივა.“ - ციტირებს სალაჰის სიტყვებს Liverpool Echo.