ავტორიზაცია

"დამირეკა და გაშვებას მემუდარებოდა, ისე გამოდის რომ კარიერას ასრულებს", - ლაციოს პრეზიდენტი მილინკოვიჩ-სავიჩზე

"დამირეკა და გაშვებას მემუდარებოდა, ისე გამოდის რომ კარიერას ასრულებს", - ლაციოს პრეზიდენტი მილინკოვიჩ-სავიჩზე
თარიღი 10 ივლ 2023, 22:21
„ლაციოს“ პრეზიდენტმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის „ალ-ჰილალში“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„ამ დრომდე ხელი არაფერზე მომიწერია. არ ვიცი, აქვს თუ არა მას საუდის არაბეთიდან შემოთავაზება. როგორც მითხრეს, კი. ფეხბურთელს ძალიან დიდ ფულს სთავაზობენ, კლუბს - უფრო ნაკლებს. „ლაციოში“ რვა წლის გატარების შემდეგ, მან გაშვება მთხოვა.

პრობლემა კლუბთან ურთიერთობაში კი არა, მის თავშია. ფულის პრობლემა არასდროს გვქონია, მან უბრალოდ ატმოსფეროს შეცვლა მოისურვა.

რატომ მიდის? არ ვიცი, მოტივაციის პრობლემა რამდენად აქვს, მაგრამ თუ ფეხბურთელი საუდის არაბეთში მიდის, მხოლოდ ფულის გამო. ეს უკვე მას უნდა ჰკითხოთ. ბოლომდე ვცადე მისი შენარჩუნება, მაგრამ როცა გაშვებას მთხოვენ, რა უნდა ვქნა? კონტრაქტის გახანგრძლივება და ხელფასის მომატება გვინდოდა, მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფეხბურთელი იღებს.

მან დამირეკა და გაშვებას მემუდარებოდა. ისე გამოდის, რომ სერგეი კარიერას ასრულებს. ამჟამად ეს სწორედ ასეა.“, - აღნიშნა კლაუდიო ლოტიტომ.