ავტორიზაცია

დანი ალვეში სამშობლოში ბრწყინავს: ამჯერად, ვეტერანმა ბრაზილიელმა ჯარიმა გაიტანა

თარიღი 11 Apr 2021, 22:05

"სან პაულუს" მცველმა, დანი ალვეშმა შტატის ჩემპიონატის ეგიდით "სან კაეტანოსთან" გამართულ მატჩში თავი გამოიჩინა.

37 წლის ბრაზილიელმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 4:1 გახადა.

ცნობისთვის, ალვეში "სან პაულუს" ღირსებას 2019 წლიდან იცავს.

ამ დროის განმავლობაში ვეტერანმა უკანახაზელმა 78 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ალვეშს ბრაზილიურ კლუბთან 2022 წელს ეწურება.

დანი ალვეშმა ბარსელონადან წასვლის მიზეზი საჯაროდ გაამხილა