დანი ალვეში: "ვნანობ, რომ მანჩესტერ სიტიში არ გადავედი"

"სან პაულის" მცველ დანი ალვეშის თქმით, "მანჩესტერ სიტიში" არშემდგარ ტრანსფერს ნანობს.
"ვნანობ, რომ 2017 წელს "მანჩესტერ სიტიში" არ გადავედი და გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ ვერ ვიმუშავე", - აცხადებს 38 წლის ბრაზილიელი.
"როცა ისეთ ადამიანებთან მუშაობ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის პოულობენ გამოსავალს, ამას შენთვის სარგებელი მოაქვს", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Goal.
დანი "სან პაულუში" 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2022 წლის ბოლოს ეწურება.
შეგახსენებთ, გამოცდილი ბრაზილიელი გვარდიოლასთან ერთად "ბარსელონაში" 4 წელი მუშაობდა - 2008 წლიდან 2012 წლამდე.
დანი ალვეში: "ერთხელ, მესიმ მითხრა ის, რაც ახლა მე გავახსენე"