დარვინ ნუნიესი სიაშია — პრემიერ ლიგის ისტორიაში 5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
"ლივერპულის" ახალწვეული, დარვინ ნუნიესი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.
მოგეხსენებათ, "ბენფიკამ" დღეს ურუგვაის ნაკრების 22 წლის ფორვარდის თაობაზე "ლივერპულთან" შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა და 75 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით 25 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
ასე და ამგვარად, ბონუსების ჩათვლით, მერსისაიდელები 100 მილიონ ევროს გადაიხდიან, რაც 84,5 მილიონი ფუნტია - ლიგის ისტორიაში მე-5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი.
გასულ სეზონში ნუნიესმა "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
პრემიერ ლიგის ისტორიაში 5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი:
1. ჯეკ გრილიში (100 მლნ ფუნტი, "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტიში");
2. რომელუ ლუკაკუ (97,5 მლნ, "ინტერიდან" "ჩელსიში");
3. პოლ პოგბა (93,25 მლნ, "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში");
4. რომელუ ლუკაკუ (90 მლნ, "ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში");
5. დარვინ ნუნიესი (84,5 მლნ, "ბენფიკადან" "ლივერპულში").