დავიდე კალაბრია: "მომწონს კვარას დონის ფეხბურთელებთან თამაში"

"მილანის" კაპიტანმა დავიდე კალაბრია DAZN-ის პლატფორმაზე "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებაზე ისაუბრა.
იტალიელ ფლანგის მცველს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაპირისპირებაზეც ჰკითხეს.
"კვარაცხელიასთან დაპირისპირება? რა თქმა უნდა, შეხვედრამ აღმაფრთოვანა, მომწონს კვარას დონის ფეხბურთელებთან თამაში.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელზე, რომელიც მომავლი ფენომენია და უკვე საუკეთესო იყო ლიგაში. ",- თქვა კალაბრიამ.