"დავიღალე, ამის ატანა აღარ შემიძლია", - ბულგარეთის ჩემპიონატში რასისტული სკანდალი მოხდა
ბულგარეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით, "ეტარსა" და "სლავიას" (1:1) შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, რასისტული სკანდალი მოხდა.
"ეტარის" გაბონელმა ფეხბურთელმა, გაეტან მისი-მეზუმ განაცხადა, რომ "სლავიას" გოლკიპერ სვეტოსლავ ვუცოვის მხრიდან რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
"რაღაც სერიოზული მოხდა. მოვლენა, რომელსაც არც საფეხბურთო მოედანზე, არც ცხოვრებაში არ აქვს ადგილი. დაუშვებელია შეურაცხყოფა კანის ფერის, რელიგიის ან ნებისმიერი სხვა მიზეზით", - ამბობს 24 წლის ფორვარდი.
"როცა არბიტრს ვუთხარი, რომ მეკარემ მაიმუნი მიწოდა, არ მომისმინა და დამემუქრა კიდეც, რომ ყვითელ ბარათს მიჩვენებდა. ვცდილობდი მეკამათა და განმემარტა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მოსმენა არ უნდოდა. ამიტომაც, საკუთარ თავს ვეკითხები: "რა გავაკეთო? რა უნდა გაკეთდეს ამის შესაწყვეტად?".
"არც პირველი ადამიანი ვარ და არც უკანასკნელი, რომელიც მსგავს სიტუაციაში ჩავარდა, მაგრამ დავიღალე, ამის ატანა აღარ შემიძლია. ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებ, რათა რასიზმს ფეხბურთში და მთლიანად მსოფლიოში ადგილი აღარ ჰქონდეს. შეაჩერეთ რასიზმი!", - წერს მისი მეზუ სოციალურ ქსელში.
პრემიერ ლიგის ექს-ფეხბურთელმა რასიზმზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ტერიზე მოგვითხრობს