ავტორიზაცია

დე ბური: "ღირსეულ მეტოქესთან წავაგეთ, მაგრამ ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ"

დე ბური: "ღირსეულ მეტოქესთან წავაგეთ, მაგრამ ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ"
თარიღი 25 მარ 2021, 01:30

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, თურქეთის ნაკრებთან წაგებული (2:4) მატჩი შეაფასა.

„ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ეს 10-დან პირველი მატჩი იყო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასე ქულებს აღარ მიმოვფანტავთ. რატომ ვარ მშვიდად? იმიტომ, რომ ცრემლებს არ უნდა ვღვრიდე, ასე არ არის? ღირსეულ მეტოქესთან დავმარცხდით. უბრალოდ... ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ.

მეტოქეს გოლების დროს იღბალი წყალობდა. ბურთს ბევრს ვფლობდით, რამდენიმე საგოლე მომენტიც გვქონდა. მეორე ნახევრის შემდეგ, ტემპი უნდა გაგვეზარდა, ჩვენ კი ნელა ვთამაშობდით. 

გუნდის მჯერა და შემიძლია ვთქვა, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ. შედეგი იმედს გვიცრუებს, მაგრამ თურქები მომაკვდინებლად ეფექტურები იყვნენ.“ - აღნიშნა დე ბურმა.

VIDEO: "ან რა გამორბენია, ან რა პიჟონური გამოხედვაა", - ქართველმა კომენტატორმა დეპაის პენალტი დაუწუნა

დე ლიგტი: "მსაჯმა სუფთა გოლი არ ჩამითვალა, თურქეთს ძალიან გაუმართლა"

სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი სტამბულში - თურქეთმა ჰოლანდია დაამარცხა