ავტორიზაცია

დე იონგი: "რაღაც მომენტში გადავსებული კამპ ნოუ ჩემს სახელს სკანდირებდა, რაც არასოდეს დამავიწყდება"

დე იონგი: "რაღაც მომენტში გადავსებული კამპ ნოუ ჩემს სახელს სკანდირებდა, რაც არასოდეს დამავიწყდება"
თარიღი 08 Jul 2022, 14:25

"პსვ ეინდჰოვენის" თავდამსხმელმა, ლუკ დე იონგმა ესპანეთის ჩემპიონატში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 31 წლის ჰოლანდიელი 2019 წლიდან 2021 წლამდე "სევილიაში" ასპარეზობდა, ხოლო გასული სეზონი კატალონიის "ბარსელონაში" გაატარა.

"ბარსელონაში" ვთამაშობდი და რაღაც მომენტში გადავსებული "კამპ ნოუ" ჩემს სახელს სკანდირებდა, რაც არასდროს დამავიწყდება".

"სევილიაში" ვთამაშობდი და ევროპა ლიგა მოვიგეთ, ჩემმა ორმა გოლმა კი ფინალის ბედი გადაწყვიტა".

"დიახ, შემიძლია ამაყად გავიხედო წარსულში", - ციტირებს დე იონგის სიტყვებს De Gelderlander-ი.

დე იონგის გოლი "ესპანიოლთან" მატჩის 97-ე წუთზე