ავტორიზაცია

დე ლაურენტისი: "სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლის არ დატოვებს"

დე ლაურენტისი: "სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლის არ დატოვებს"
თარიღი 24 მარ 2023, 17:51
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის წასვლა გამორიცხა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლიტანურ კლუბს იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის სწრაფად გახანგრძლივება სურს.

"სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლის არ დატოვებს, ამის შანსი არ არის, ის დარჩება. ", - თქვა დე ლაურენტისმა.

"ნაპოლი" სპალეტის ხელმძღვანელობით სერია A-ს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ლაციოს" 19 ქულით უსწრებს.