ავტორიზაცია

დე ლაურენტისი: "უკრაინა იტალიასთან მატჩში გაძარცვეს"

დე ლაურენტისი: "უკრაინა იტალიასთან მატჩში გაძარცვეს"
თარიღი 22 ნოე 2023, 13:04
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალია-უკრაინის მატჩის მიწურულს არდანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა. 

დამატებულ დროში ნახევარმცველი მიხაილო მუდრიკი აძურას გუნდის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

„არ მინდა ვნახო, როგორ ძარცვავენ გუნდებს. იტალიასთან მატჩში უკრაინა გაძარცვეს. ეს ნამდვილად იყო პენალტი“, - ციტირებს Football-Italia "ნაპოლის" პრეზიდენტის სიტყვებს.