ავტორიზაცია

დე ლიგტი: "მსაჯმა სუფთა გოლი არ ჩამითვალა, თურქეთს ძალიან გაუმართლა"

დე ლიგტი: "მსაჯმა სუფთა გოლი არ ჩამითვალა, თურქეთს ძალიან გაუმართლა"
თარიღი 25 მარ 2021, 01:27

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიგტმა, თურქეთთან (2:4) წაგებული მატცი შეაფასა.

„ამ მატჩის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, თურქეთის ნაკრებს ბევრ რამეში გაუმართლა, ჩვენ კი პირიქით. შესვენებამდე მინდოდა ანგარიშში სხვაობა შემემცირებინა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. დავინახე, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ სუფთა გოლი იყო.

თურქეთის ნაკრების მიერ გატანილი ბოლო ორი გოლი უნდა გავაანალიზოთ. მომენტებს უფრო დეტალურად უნდა გადავხედოთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 3:2 გახდა, მეტოქე შეშინდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ წონასწორობას აღვადგენდით, მაგრამ შემდეგ ჯარიმა გაგვიტანეს. რა თქმა უნდა, ამ მატჩის შემდეგ დაკარგული არაფერია, წინ კიდევ ბევრი მატჩია.

შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და სწრაფად მოვმჯობინდეთ. კარგი შეგრძნებები მალევე უნდა დაგვიბრუნდეს.“ - აღნიშნა დე ლიგტმა.

ასევე იხილეთ: 

VIDEO: "ან რა გამორბენია, ან რა პიჟონური გამოხედვაა", - ქართველმა კომენტატორმა დეპაის პენალტი დაუწუნა

სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი სტამბულში - თურქეთმა ჰოლანდია დაამარცხა