ავტორიზაცია

დეშამი პოლონეთის ნაკრებზე: "ლევანდოვსკი ძალიან კარგია, მაგრამ გუნდის სიძლიერე მხოლოდ მასში არ არის"

დეშამი პოლონეთის ნაკრებზე: "ლევანდოვსკი ძალიან კარგია, მაგრამ გუნდის სიძლიერე მხოლოდ მასში არ არის"
თარიღი 02 Dec 2022, 13:05
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პოლონეთის ნაკრებთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"პოლონეთის ნაკრებში ბევრი ხარისხიანი და გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ ერთი სახელი გამორჩეულია - რობერტ ლევანდოვსკი. 

ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ გუნდის სიძლიერე მხოლოდ მასში არ არის. პოლონეთი კარგად არის ორგანიზებული, თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც მე ვნახე. 

ჩვენი დამკვირვებლები უკვე სწავლობენ მეტოქეებს, მალე მათ თამაშს დეტალურად გავეცნობით. ახლა ერთი რამ ცხადია - პოლონეთის დაუფასებლობა აკრძალულია. “, - განაცხადა დეშამმა.