დღეს ღამით, მესი პსჟ-ს რიგებში მოედანზე 10-ნომრიანი მაისურით მოგვევლინება
დღეს ღამით, საფრანგეთის თასზე "ნიცასთან" გასამართ მატჩში, "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზელთა რიგებში სხვა ნომრით ითამაშებს.
როგორც გამოცემა Diario Olé იტყობინება, არგენტინელი 10 ნომერს მოირგებს, რომლითაც "ბარსელონაში" გატარებული კარიერის დიდი ნაწილი გაატარა.
მოგეხსენებათ, ნეიმარი ტრავმირებულია, საფრანგეთის თასზე კი სეზონის მიმდინარეობისას სათამაშო ნომრების შეცვლა დაშვებულია.
აგვისტოში გავრცელებული ცნობით, ნეიმარი მესის "ათიანს" სთავაზობდა, თუმცა ლეომ უარი თქვა და არჩევანი 30-ზე შეაჩერა.
ცნობისთვის, "პარი სენ ჟერმენისა" და "ნიცას" დაპირისპირება დღეს ღამით, თბილისის დროით 00:15 საათზე აიღებს სტარტს.