ავტორიზაცია

"დღეს მარტივად მოვიგეთ" | გიორგი მამარდაშვილი

"დღეს მარტივად მოვიგეთ" | გიორგი მამარდაშვილი
თარიღი 23 Mar 2025, 20:56
სომხეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"არ ვიტყვი, რომ რთული მატჩი გამოვიდა. მარტივად მოვიგეთ. B ლიგაში აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავით, რადგან აქ უფრო კონკურენტუნარიანი მეტოქეები გვეყოლება და უფრო განვვითარდებით.

ჩემი აზრით, სომხეთი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მათ უკეთესად ასპარეზობა შეეძლოთ. ჩვენ კარგად შეთამაშებულნი ვიყავით - ბიჭების თამაშს რომ ვუყურებ, სიამოვნებას ვიღებ," გიორგი მამარდაშვილი.

დღეს მამარდას ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. ქართველმა მეკარემ 1 სეივი განახორციელა.