დი ფრანჩესკო კვერნაძეზე: "ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ზრდა უნდა გააგრძელოს"
"ფროზინონეს" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ სერია A-ს მე-5 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა სხვა თემებთან ერთად გიორგი კვერნაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ის ორი კვირით ნაკრებში იყო წასული, რომლის მაისურით ითამაშა კიდეც. ის ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში მყოფი დაგვიბრუნდა, მომავალი მატჩისთვის შემადგენლობაში გვყავს და ჩვენთვის ერთ-ერთი ვარიანტია.
ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ზრდა უნდა გააგრძელოს. ის ახლა უკეთესად მუშაობს, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენთან მოვიდა. ", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.
შეგახსენებთ, რომ "ფროზინონე" სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.