ავტორიზაცია

დიბალამ ალ-ქადისიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

დიბალამ ალ-ქადისიასთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 21 Aug 2024, 20:59
იტალიური "რომას" 30 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა პაულო დიბალამ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ქადისიასგან" სამწლიან კონტრაქტზე შეთავაზება მიიღო. 

ამ ინფორმაციას ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. 

საუდის არაბეთის გუნდმა არგენტინელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ჯამში 75 მილიონი ევროს გამოიმუშავებს. 

ამჟამად დიბალა ელოდება "რომას" მენეჯმენტთან შეხვედრას, რათა მოაგვაროს მომავალი გარიგების საბოლოო დეტალები.