ავტორიზაცია

დინამო კიევის შეკრება დატოვა - წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია

დინამო კიევის შეკრება დატოვა - წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 11 Jul 2021, 14:26

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ახალ სეზონს კიევის დინამოს შემადგენლობაში არ დაიწყებს.

20 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით 2021/2022 წლის სეზონში ოდესის ჩერნომორეცში ითამაშებს, სადაც თანამემამულე ბექა ვაჩიბერაძე დახვდება. GOAL.GE-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა გარემარბს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა ჩერნომორეცთან ერთად ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღო.

გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მომდევნო სანაკრებო შეხვედრებში ჯვაროსანთა მაისურითაც შეეძლება თამაში.