დინამო მოსკოვმა გადაწყვეტილება მიიღო - სად ითამაშებს გაგნიძე 6 თვით?

18 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის დინამოში გააგრძელებს.
ცენტრალურმა შუახაზელმა რუსულ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თავის დროზე, ამ ტრანსფერის შესახებ ექსკლუზიურად GOAL.GE-მ გაცნობათ.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს 6-თვიანი იჯარით რუსული პრემიერლიგის კლუბ ურალში გაუშვებს. იყო საუბარი დინამო თბილისში დარჩენაზეც, თუმცა ასე არ მოხერხდა.
დინამო მოსკოვმა ლუკა გაგნიძის ტრანსფერში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა.