დონარუმამ ერთა ლიგის რეკორდი დაამყარა

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ერთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი გახდა.
ესპანეთთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მეკარეს ტურნირზე 19 მატჩი დაუგროვდა.
იტალია ერთა ლიგის 1/2 ფინალში ესპანეთს შეხვდა. სკუადრა აძურა 1-2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 88-ე წუთზე თავდამსხმელმა ხოსელუმ გაიტანა.
მესამე ადგილისთვის მატჩში იტალია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ფინალს, თასისთვის ბრძოლაში ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ორივე მატჩი კვირას, 18 ივნისს გაიმართება.