ავტორიზაცია

დორტმუნდის ბორუსიას ჯოვანი რეინას გაყიდვა სურს

დორტმუნდის ბორუსიას ჯოვანი რეინას გაყიდვა სურს
თარიღი 25 ივნ 2023, 18:12
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი ჯოვანი რეინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეცვალოს.

როგორც Marca-სთვის გახდა ცნობილი, მადრიდის "რეალში" ჯუდ ბელინგემის წარმატებული გაყიდვის შემდეგ, გერმანულ კლუბს მორიგი მომგებიანი ტრანსფერის განხორციელება სურდა.

"ბორუსიამ" ტრანსფერზე 20 წლის ამერიკელი ნახევარმცველი რეინა დააყენა, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები აქტიურად ადევნებენ თვალს. 

თუმცა, წყაროს ცნობით, "ბორუსია" ფეხბურთელზე შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

გასულ სეზონში რეინამ ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.