ავტორიზაცია

დუგლას კოშტას გრემიო ქვედა ლიგაში გავარდა - სად გააგრძელებს კარიერას ბრაზილიელი?

დუგლას კოშტას გრემიო ქვედა ლიგაში გავარდა - სად გააგრძელებს კარიერას ბრაზილიელი?
თარიღი 17 დეკ 2021, 22:25

დუგლას კოშტას შეუძლია დარჩეს ბრაზილიაში, მიუხედავად იმისა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან, "გრემიოსთან" ერთად ის ქვეყნის უმაღლესი ლიგიდან გამოვარდა.

"იუვენტუსის" გარემარბი იჯარითაა და ახლა "ალიანსის" სტადიონზე დაბრუნდება. მაქს ალეგრის გუნდში მისთვის ადგილი არ არის, ამიტომ "ბიანკონერი" მისთვის ახალი კლუბის პოვნას შეეცდება.

Calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელით სხვა ბრაზილიური კლუბი, "სან პაულოა" დაინტერესებული და ისინი "იუვენტუსთან" საიჯარო გარიგების დადებას შეეცდებიან.

კოშტა იყო "იუვენტუსის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი 2017-2019 წლებში, თავდაპირველად ტურინში გადავიდა იჯარით, მაგრამ ტრავმებისა და ცუდი ფორმის გამო, კლუბთან მუდმივი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან მოუკლო.