ავტორიზაცია

ეგვიპტის ნაკრებს სალაჰის ოლიმპიადაზე წაყვანა სურს

ეგვიპტის ნაკრებს სალაჰის ოლიმპიადაზე წაყვანა სურს
თარიღი 10 ივლ 2023, 17:29
ეგვიპტის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როჯერიო მიკალემ გამოაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰის ოლიმპიურ ტურნირზე წაიყვანა სურს.

„კიდევ ერთი წელი გვაქვს ამ საკითხზე დასაფიქრებლად და სიტუაციის შესაფასებლად. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ სალაჰი გუნდში ვიხილოთ. 

ის ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნეიმარი ბრაზილიისთვის. “, - თქვა მიკალემ.

პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს "ლივერპულმა" სალაჰი ოლიმპიურ თამაშებზე არ გაუშვა.