ემი მარტინესი: "მესი კოპა ამერიკაზე შეუდარებელი იყო, ასეთი კარგი თამაში არასოდეს მინახავს"
"ასტონ ვილას" გოლკიპერმა, ემილიანო მარტინესმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 29 წლის მეკარე და 34 წლის შემტევი არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში თანაგუნდელები არიან.
"მესი შეუდარებელი იყო და კოპა ამერიკის მოგებაში დაგვეხმარა. არასოდეს მინახავს, რომ ვინმეს ასე კარგად ეთამაშოს".
"გვიჭირდა, მშრალი მოედანი, სიცხე, ნახევარფინალსა და ფინალში დაღლილები ვიყავით, მაგრამ ბრაზილიაში გამართული ტურნირის მოგება მოვახერხეთ", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Football Daily.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკის ფინალში "ალბისელესტემ" ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
მარადონა გულის გარეშე დამარხეს — არგენტინელმა ექიმმა და ჟურნალისტმა მიზეზები გაასაჯაროვა