ემილიანო: "ხალხმა ჩვენ თამაშზე დასასწრებად მანქანები გაყიდა და ბინები ბანკში ჩადო, მსგავსი რამ პირველად მოხდა"
ემილიანო მარტინესმა გაიხსენა, რა მსხვერპლი გაიღეს არგენტინელებმა მუნდიალის მატჩებზე დასასწრებად.
როგორ გრძნობდით ზეწოლას, რომელსაც თქვენზე ირიბად ხალხი ახდენდა? თქვენ და სკალონი პრესკონფერენციაზე ამბობდით, რომ ხალხი თქვენგან მსოფლიო ჩემპიონობას ელოდა.
„კარგი ზეწოლა იყო. ასეთი პასუხისმგებლობა მომწონდა. ვიცოდით, რისთვის იბრძოდა არგენტინა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, მუნდიალზე ჩვენს თამაშზე დასწრება ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ზოგმა ადამიანმა მანქანები გაყიდა, სახლები ბანკში ჩადო, რათა მუნდიალზე გამგზავრებულიყო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დასწრებოდა.
ხალხთან ამ კავშირს ვგრძნობდით, სწორედ ამიტომ ითამაშა გუნდმა ასე კარგად. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ ისტორიაში პირველად ხდებოდა. მამაჩემი, რომელიც 63 წლისაა, მეუბნებოდა, რომ პირველად ნახა, ნაკრები ხალხთან რომ ასე იყო დაახლოვებული.
შეკრული გუნდი და ერთიანი ხალხი დიდებული შერწყმა იყო.“, - აღნიშნა ემილიანომ.