ავტორიზაცია

ენის ბარიერი პრობლემა იქნება? - არველაძის საინტერესო პასუხი ინგლისელ ჟურნალისტებს

ენის ბარიერი პრობლემა იქნება? - არველაძის საინტერესო პასუხი ინგლისელ ჟურნალისტებს
თარიღი 29 Jan 2022, 11:32

შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის რანგში ინგლისელი ჟურნალისტების კითხვებს პირველად უპასუხა. ქართველმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

"ამ სექტორში ჩართული თითქმის ყველა ადამიანი ოცნებობს ინგლისში მუშაობაზე. ილიჩალის მადლობელი ვარ, რომ ეს შანსი მომცა და მიხარია, ამ პროექტში რომ ჩავერთე.

მოუთმენლად ველი, ჩემს შესაძლებლობებს როდის ვაჩვენებ. ჩემი აზრით, ზეწოლა გვაძლიერებს. ვიცი, ჩემპიონშიპი რა რთული ჩემპიონატიც არის და მიზნის მისაღწევად რა პროცესის გავლა მოგვიწევს.

ჰალ სიტიში ფანტასტიური ფეხბურთელები თამაშობენ. წნეხის გარეშე სიამოვნება არ არსებობს. ამაყი ვარ, აქ რომ მოვხვდი და ამ კლუბის ჩაბარება საქართველოს პრემიერ მინისტრმაც მომილოცა.

ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერები გავხდებით და მინდა, აღვნიშნო, რომ ბიჭები დიდ ენერგიას იჩენენ. ენის ბარიერს რაც შეეხება, თუ საჭირო გახდა, მათ შოტლანდიურად დაველაპარაკები", - განაცხადა არველაძემ.