ერიქსენმა საავადმყოფოდან თანაგუნდელებს დაურეკა - რა უთხრა დანიელმა თანამემამულეებს?
ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრაში საშინელი ეპიზოდი დაფიქსირდა.
აღნიშნული დაპირისპირების 43-ე წუთზე, დანიელთა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა საავადმყოფოდან თანაგუნდელებს Facetime-ით დაურეკა და სთხოვა დღეს საღამოს ეთამაშათ, რადგან "ახლა თავს უკეთ გრძნობს".
ბოლო ცნობით, ერიქსენის მდგომარეობა დასტაბილურდა და შემდგომ გამოკვლევებს გადის.
მოგეხსენებათ, შეხვედრა უკვე განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს.
"სუნთქავს და საუბარი შეუძლია", - აგენტის კომენტარი ერიქსენის მდგომარეობაზე