ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ ლაზარე კუპატაძე დაასახელეს

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე ლაზარე კუპატაძე გახდა.
25 წლის მეკარემ 2021 წლის სეზონში კარი ყველაზე მშრალად, 16-ჯერ შეინახა. ლაზარე კუპატაძე უკვე დამთავრებულ სეზონშიც პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლაზარე კუპატაძე ბათუმის დინამოს 2021 წლის იანვარში საბურთალოდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.