ავტორიზაცია

"ეს 6-ქულიანი თამაში იყო" - ქვილითაიას კვიპროსში მაგარი შეხვედრა ჰქონდა

"ეს 6-ქულიანი თამაში იყო" - ქვილითაიას კვიპროსში მაგარი შეხვედრა ჰქონდა
თარიღი 27 Dec 2021, 05:39

კვიპროსის ლიგის გადადებული მე-11 ტურის მატჩში აპოელმა ომონია დედაქალაქურ დერბიში 4-2 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა გიორგი ქვილითაიას, რომელმაც პირველ გოლზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მე-3 გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

"გამარჯვება მრავალი მიზეზის გამო გვჭირდებოდა. არ ვიმსახურებთ იმ პოზიციაზე ყოფნას, სადაც ახლა ვართ. ექვსქულიანი თამაში მოვიგეთ, საჩემპიონო ექვსეულში აპოელიც და ომონიაც ცდილობს შესვლას. იმედი მაქვს გოლების გატანას გავაგრძელებ, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო," - განაცხადა გიორგი ქვილითაიამ მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ ნიქოზიელთა მაისურით 11 მატჩში 4-ჯერ გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.