ავტორიზაცია

"ეს თამაშის ნაწილია, ზოგჯერ ცდები", - რონალდუს კომენტარი გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

"ეს თამაშის ნაწილია, ზოგჯერ ცდები", - რონალდუს კომენტარი გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე
თარიღი 02 Sep 2021, 21:30

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ირლანდიასთან (2:1) გამართულ მატჩში გაფუჭებულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.

"ეს თამაშის ნაწილია, ამ საქმიანობის ნაწილი. ზოგჯერ იტან, ზოგჯერ კი ცდები. თუმცა, საკუთარი თავის მატჩის ბოლომდე მჯერა. ძალიან ბედნიერი ვარ ორი გოლის გატანით და თამაშის მოგებით", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports.

მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის მე-12 წუთზე რონალდუმ თერთმეტმეტრიანი გააცუდა, ამის შემდეგ კი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა.

აქამდე გავრცელებული ცნობით, 36 წლის ფორვარდმა ეროვნული გუნდის დატოვება გადაწყვიტა, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანთან 7 სექტემბერს გასამართ მატჩს გადაჭარბებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

გარდა აზერბაიჯანთან მატჩისა, პორტუგალიელები 4 სექტემბერს ყატარის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.