ესპანეთი რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთის ინიციატივით გამოდის

ესპანეთი რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთის ინიციატივით აპირებს გამოსვლას.
ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.
„ევროკავშირს სხვა ზომების მიღებასაც შევთავაზებთ, ისეთებს როგორიცაა რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთა.“ - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ცნობისთვის, თუ ასეთი ზომა მიღებული იქნება, მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან მოხსნიან, საკალათბურთო „ცსკას“, „უნიქსს“ და „ზენიტს“ კი - ევროლიგიდან.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ბრძანება გასცა, საომარი ქმედებები დღემდე გრძელდება და მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერადაა გაერთიანებული.