ოფიციალურად: FIFA-მ რუსეთს თავისი სანქციები წაუყენა
ოფიციალურად: უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთს თავისი სანქციები საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამაც დაუწესა.
როგორც იცით, მარტში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფი აქვს სათამაშო, თუმცა მის ბადეში მყოფი სამივე ნაკრები ამ ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარს აცხადებს და გუნდის მუნდიალიდან საერთოდ მოკვეთას ითხოვს.
ფიფამ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა, თუმცა რუსებს შემდეგი შეზღუდვები დაუწესა:
- არანაირი საერთაშორისო მატჩი არ გაიმართება რუსეთის მიწაზე - ამ გუნდისთვის „საშინაო“ შეხვედრები ნეიტრალურ სტადიონებზე, მაყურებლების გარეშე გაიმართება.
- რუსეთის წარმომადგენლები ნებისმიერი სახის ტურნირზე „რუსეთის საფეხბურთო კავშირის“ სახელით იასპარეზებენ.
- არცერთ მატჩში, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის საფეხბურთო კავშირი მიიღებს, არ იქნება გამოყენებული რუსეთის დროშა ან ეროვნული ჰიმნი.