ავტორიზაცია

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ბოლო შვიდ ევროზე მეხუთე ფინალს ითამაშებს

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ბოლო შვიდ ევროზე მეხუთე ფინალს ითამაშებს
თარიღი 06 ივლ 2023, 10:16
ინგლისის შემდეგ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებიც გავიდა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფურია როხამ" უკრაინის 21-წლამდელთა გუნდი 5:1 გაანადგურა.

ამრიგად, გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელები 8 ივლისს, ბათუმში, ინგლისის თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ესპანეთმა ბოლო შვიდ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გასვლა მეხუთედ მოახერხა. წინა ოთხ შემთხვევაში, გუნდმა ტიტულის მოპოვება სამჯერ შეძლო.

ისტორიულად, ესპანეთი 21-წლამდელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებია, მას იტალიის მსგავსად ახალგაზრდული ევრო ხუთჯერ აქვს მოგებული.