ავტორიზაცია

ევერტონის ყოფილ ფეხბურთელს ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ევერტონის ყოფილ ფეხბურთელს ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თარიღი 23 Feb 2024, 18:23
"ევერტონისა" და "შეფილდ იუნაიტედის" ყოფილ ნახევარმცველ ლი ტიეს ჩინეთში კორუფციის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

წყაროს ცნობით, ლი ტიე 2022 წლის ნოემბერში დააკავეს ჩინურ ფეხბურთში კორუფციული გარიგებების გამოძიების დროს.

დაკითხვისას ლი ტიემ აღიარა, რომ არაერთხელ აიღო ქრთამი.  ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე დაადასტურა, რომ ჩინეთის მეორე ლიგაში გარიგებული მატჩების ორგანიზებაში იყო ჩართული.