ფალკაო შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს
"რაიო ვალეკანოს" თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ, შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, კოლუმბიელი თავდამსხმელის შეძენით არაერთი ადგილობრივი კლუბია დაინტერესებული.
37 წლის ფალკაოს ჯერ კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი "რაიო ვალეკანოსთან" კონტრაქტის დასრულებამდე, მაგრამ ფეხბურთელი ამის მიუხედავად მზადაა, საუდის არაბეთში ახლავე წავიდეს.
ფალკაომ ლა ლიგის გასულ სეზონში 22 მატჩში ორი გოლი გაიტანა.