ავტორიზაცია

ფედერიკო კიეზამ ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა

ფედერიკო კიეზამ ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 27 Aug 2024, 13:37
ტურინის "იუვენტუსის" გარემარბმა ფედერიკო კიეზამ კატალონიური "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა, ამის შესახებ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. 

წყაროს ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" ერთი დღე მისცა, რათა მის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზება გააკეთონ. 

თუ ეს არ მოხდება მომდევნო 24 საათში, ფედერიკო კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტების განხილვას დაიწყებს. 

გასულ სეზონში გარემარბმა სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.