ავტორიზაცია

"ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევენ", ,- გვარდიოლამ ფიფას და უეფას კვლავ შეუტია

"ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევენ", ,- გვარდიოლამ ფიფას და უეფას კვლავ შეუტია
თარიღი 08 Aug 2021, 16:20

ინგლისის სუპერთასზე წარუმატებლობის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ გადატვირთული გრაფიკის გამო უეფას და ფიფას კიდევ ერთხელ შეუტია.

FA Community Shield-ის მატჩში „სიტი“ „ლესტერთან“ 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა აღზრდილმა კელესი იჰეანაჩომ ბოლო წუთებზე პენალტით გაიტანა.

„მატჩზე გავედით ისე, თითქოს ის წინა სეზონში გაიმართა. ჩვენ ვაგვიანებდით, ვაგვიანებდით და კიდევ ერთხელ ვაგვიანებდით, იმიტომ რომ უეფა და ფიფა ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

უახლოეს დღეებში, გუნდს 7 თუ 8 ფეხბურთელი დაუბრუნდება, როდრიმ ორჯერ ივარჯიშა, ლაპორტი იზოლირებულია.

ამიტომ მგონია, რომ შედეგის მიღწევა მოგვიწევს იმ დროს, როცა საუკეთესო ფორმაში ვერ ვიქნებით.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.