ავტორიზაცია

"ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა", - მატუიდიმ მესი და ნეიმარი პსჟ-ს გულშემატკივრებისგან დაიცვა

"ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა", - მატუიდიმ მესი და ნეიმარი პსჟ-ს გულშემატკივრებისგან დაიცვა
თარიღი 30 მარ 2022, 10:11

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, რომელიც ამჟამად "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს, ლიონელ მესის მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "რეალთან" (1:3) დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. "ბორდოსთან" (3:0) 13 მარტს გამართულ შეხვედრაში არგენტინელ სუპერვარსკვლავსა და ნეიმარს გულშემატკივრები უსტვენდნენ.

"გულშემატკივრებმა თავიანთი უკმაყოფილება ასე გამოხატეს, მაგრამ ახლა წინ უნდა გადაიდგას ნაბიჯი".

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდიდან ყოველთვის 2-3 ადამიანს გამოარჩევენ ხოლმე, ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა. 11 ადამიანი თამაშობს და არა ორი".

"გუნდი ერთად მარცხდება და ერთად იმარჯვებს. თავის ყველაზე წარმატებულ წლებში მესის წარმოუდგენელი შედეგების დადება შეეძლო, მაგრამ გვავიწყდება ის ფეხბურთელები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ".

"პსჟ"-ს მთელი გუნდი დამარცხდა. მაგრამ ზოგიერთი მოთამაშის დანარჩენებზე მეტად გაკრიტიკების მიზეზი არ ყოფილა", - ციტირებს მატუიდის სიტყვებს Le Parisien-ი.

მატუიდი: "მბაპესა და ბენზემას დუეტი ორ დიდებულ ბრაზილიურ ტანდემს მაგონებს"