ავტორიზაცია

ფერდინანდი ხორვატ ფეხბურთელზე: "მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს"

ფერდინანდი ხორვატ ფეხბურთელზე: "მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს"
თარიღი 23 დეკ 2022, 12:07
ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატი მცველის იოშკო გვარდიოლას თამაში გამოარჩია.

"იოშკო ჩემი საყვარელი მცველია მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ აჩვენა მოწიფული ფეხბურთი, მშვენივრად მუშაობდა ბურთთან ერთად. არგენტინასთან მატჩში მას არაერთხელ აჯობა მესიმ, მაგრამ გასათვალისწინებელია ვის წინააღმდეგ თამაშობდა.

ვფიქრობ, გვარდიოლი მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი თამაშით გამოირჩეოდა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. “, - თქვა რიო ფერდინანდმა. 

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.