ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, რატომ ამბობს უარს კონტე ტოტენჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

ცნობილი გახდა, რატომ ამბობს უარს კონტე ტოტენჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
თარიღი 23 Dec 2022, 02:42
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ ჩქარობს კლუბთან კონტრაქტის განახლებას.

იტალიელ სპეციალისტს, როგორც ადრე ბრიტანული პრესა წერდა, ახალი კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გაფორმება შესთავაზეს, მაგრამ გარიგებაზე უარი თქვა. 

ჟურნალისტ გარი ჯეიკობის თქმით, კონტეს გადაწყვეტილება "სპურსის" მენეჯმენტზე ზეწოლას ისახავდა მიზნად. იტალიელის სურვილია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა რაც შეიძლება დიდი თანხები გამოყოს შემადგენლობის გასაძლიერებლად.

ანტონიო კონტეს კონტრაქტი "ტოტენჰემთან" მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. იტალიელი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2021 წლის ნოემბრიდან იკავებს.