ნაპოლი მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
მაროკოელ ნახევარმცველ აზედინ უნაის იტალიის სერია A-ში თამაში სურს.
ფრანგული "ანჟეს" ფეხბურთელმა მუნდიალზე გაიბრწყინა, სადაც მაროკოელები ნახევარფინალში სენსაციურად გავიდნენ.

ჟურნალისტი სანტი აუნას თქმით, უნაის სურვილია კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. 22 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი" და "ნაპოლი" იჩენენ, მაგრამ ნეაპოლური გუნდი ფრხბურთელის გაფორმის რბოლაში ფავორიტია.
აზედინ უნაიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 22 წლის ნახევარმცველმა 14 შეხვედრა ჩაატარა.