ავტორიზაცია

ტიერი ანრი: "ვფიქრობ, ერთ დღეს ჰოლანდი სიტის რიგებში ერთ თამაშში ექვს გოლს გაიტანს"

ტიერი ანრი: "ვფიქრობ, ერთ დღეს ჰოლანდი სიტის რიგებში ერთ თამაშში ექვს გოლს გაიტანს"
თარიღი 23 Dec 2022, 02:14
საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

ყოფილი თავდამსხმელი თვლის, რომ 22 წლის ფეხბურთელი ყველას გაოცებას გააგრძელებს.

„ჰოლანდი ძველი სკოლაა. მას მხოლოდ გოლების გატანა სურს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ შანსს ქმნის მანჩესტერ სიტი, ვფიქრობ, ერთ დღეს ერლინგი ერთ თამაშში ექვს გოლს გაიტანს. მას შეუძლია სეზონში 50 გოლის ნიშნულს მიაღწიოს. “, - თქვა ანრიმ. 

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის 13 მატჩში "ქალაქრლთა" შემადგენლობაში 18-ჯერ გაიტანა.