ავტორიზაცია

FIFA ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს აანონსებს - როდის დაიწყება ტურნირი და რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას?

FIFA ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს აანონსებს - როდის დაიწყება ტურნირი და რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას?
თარიღი 16 დეკ 2022, 14:58
2025 წლიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

"იქნება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალი ვერსია. 2025 წლიდან მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი იქნება. “, - განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენწბთ, რომ ცოტა ხნის წინ, ევროპის ტოპ კლუბებმა განახლებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ განაცხადეს.