ავტორიზაცია

ფიფა აზიაში გადასვლის შემთხვევაში, რუსეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თამაშის უფლებას მისცემს?

ფიფა აზიაში გადასვლის შემთხვევაში, რუსეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თამაშის უფლებას მისცემს?
თარიღი 26 დეკ 2022, 14:33
როგორც რუსული Match TV-ი იტყობონება, ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რუსეთის მონაწილეობას AFC-ში გადასვლის შემთხვევაში ხელს არ შეუშლის.

წყაროს ცნობით, ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი არგუმენტი რუსეთის AFC-ში გადასვლისთვის.

23 დეკემბერს რუსეთის ფეხბირთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადადო გადაწყვეტილება AFC-ში გადასვლის შესახებ.

პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება 27 დეკემბერს და ჰქონდა დრო 31 დეკემბრისთვის განაცხადის შეტანისთვის, რათა რუსეთის გუნდს მონაწილეობა მიეღო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ამ დროისთვის უეფა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო რუსულ ნაკრებებს და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.