ავტორიზაცია

ფოტო: დი მარიამ კოპა ამერიკის მოგების აღსანიშნავად ახალი ტატუ გაიკეთა

ფოტო: დი მარიამ კოპა ამერიკის მოგების აღსანიშნავად ახალი ტატუ გაიკეთა
თარიღი 16 ივლ 2021, 20:59

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ კოპა ამერიკის მოგება ახალი ტატუთი აღნიშნა.

მოგეხსენებათ, ტურნირის ფინალში "ალბისელესტემ" ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ერთადერთი გოლი სწორედ "პსჟ"-ს 33 წლის შემტევმა გაიტანა.

"დიდი მადლობა, მეგობარო, ამ მაგარი ტატუსთვის. დადგა დღე, როცა შემიძლია ერთ-ერთი ტიტული დავიხატო, რომლის ხილვაც ჩემს კანზე ყველაზე მეტად მინდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვამოს, არგენტინა!", - წერს დი მარია სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, არგენტინა კოპა ამერიკის ტიტულს ისტორიაში მეთხუთმეტედ დაეუფლა. ეს ტურნირი "ალბისელესტეს" ბოლოს 1993 წელს ჰქონდა მოგებული.

იხილეთ ფოტო