ფოტო: დიბალა სპორტინგთან გამართულ ტესტ-მატჩს რომას მაისურით დაესწრო
"რომას" ახალწვეული, პაულო დიბალა "მგლების" ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica.
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს გუნდი ლისაბონის "სპორტინგს" (2:3) დაუპირისპირდა.
ტრიბუნებზე დიბალა რომაული კლუბის მაისურით შეამჩნიეს, თუმცა მისი ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის არგენტინელი "რომასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების ჩათვლით.
დიბალა, რომელმაც ამ ზაფხულს "იუვენტუსის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რომაულ კლუბს უფასოდ შეუერთდება.