ავტორიზაცია

ფოტო: ფეხბურთელების მოქმედებით განრისხებულმა ტუხელმა სპორტული ინვენტარის მუხლზე გადამტვრევა სცადა

ფოტო: ფეხბურთელების მოქმედებით განრისხებულმა ტუხელმა სპორტული ინვენტარის მუხლზე გადამტვრევა სცადა
თარიღი 27 Apr 2023, 22:07
„ბაიერნის“ ფეხბურთელების ქმედებებმა თომას ტუხელი ვარჯიშზე განარისხა.

როგორც Bild იტყობინება, გერმანელი მწვრთნელი მწყობრიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც გუნდის თამაში რომბის ფორმის მცირე მოედანზე არ მოეწონა.

მან რამდენჯერმე მიუთითა შემტევებს თავიანთ შეცდომებზე და საბოლოოდ, ერთ-ერთი ხელსაწყო დაიტაცა და მისი მუხლზე გადამტვრევა ორჯერ სცადა.

იწერება, რომ ამ ყველაფერს კლუბის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი უყურებდა, რომელიც გუნდის მუშაობით ასევე უკმაყოფილო დარჩა და თავის ოფისში ჯერ კიდევ იქამდე წავიდა, სანამ ტუხელი სპორტული ინვენტარის დაზიანებას დაიწყებდა.

ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ შვიდი მატჩი გამართა და მხოლოდ ორის მოგება შეძლო, 30 აპრილს გუნდი „ჰერტას“ დაუპირისპირდება.