ფოტო: ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე შეხვედრა გაიმართება - ქართველი შემტევის აგენტი უკვე ნეაპოლშია

უახლოეს დღეებში "ნაპოლისა" და კვარაცხელიას აგენტს მამუკა ჯუღელს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდია მოსალოდნელი.

ამის შესახებ იტალიელი ჟურნალუსტი ნიკოლა სკირა იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეები შეეცადებიან მიაღწიონ შეთანხმებას კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაზე (2030 წლის ვარიანტით).
ასევე, მზადაა ახალი ხელფასი 7 მილიონი ევრო წელიწადში. (რომელშიც ბონუსები შედის).
ნეაპოლური გამოცემა calcionapoli24-ი აღნიშნავს, რომ კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი და კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა უახლოეს მლმავალშია მოსალოდნელი.
