ავტორიზაცია

ფოტო: ლიონელ სკალონი და რაფინია მატჩის შემდეგ

ფოტო: ლიონელ სკალონი და რაფინია მატჩის შემდეგ
თარიღი 26 Mar 2025, 23:30
დღეს, გამთენიისას, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურში, არგენტინა ბუენოს აირესში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

ამ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმის გამოც, რომ რაფინია ბელოლიმ მეტოქის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა და არგენტინელებთან დაპირისპირება მოედანზეც მოუხდა.

ახლა კი გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ლიონელ სკალონი და რაფინია ერთმანეთს თბილად ეპყრობიან:


ამასთან, "ალბისელესტეს" მწვრთნელმა კომენტარიც გააკეთა: "რაფინიას ვპატიობ... რადგან ვიცი, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია და თავის ქვეყანას იცავდა. სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენება არ სურდა. ასე ამის გამო არ გვითამაშია."